თბილისში, კლინიკაში ფილტვების 18-ქულიანი დაზიანებით 8 წლის ბავშვი მოათავსეს
თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში ფილტვების 18-ქულიანი დაზიანებით 8 წლის ბავშვი მოათავსეს.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 4 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, დანარჩენი დაკავებულია.
ამ დროისთვის კლინიკაში Covid 19-ით ინფიცირებული 119 პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 595,264 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 8,541 ადამიანი გარდაიცვალა.