მე-5 ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი თუ აცრების მაღალი მაჩვენებელი გვექნება - ამირან გამყრელიძე
მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აცრების მაჩვენებელი იკლებს.
„ბოლო სამი დღეა იკლებს აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი არ უმჯობესდება, 47 %-ზე იყო ასული და ბოლო მონაცემებით, ისევ 43 %-ია. თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ვერ ავწიეთ აცრების მაჩვენებელი, სამწუხაროდ ისევ ამ მაღალ ციფრებზე დავრჩებით. მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი““, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 595,264 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 8,541 ადამიანი გარდაიცვალა.