თეგებით ძიება
19. 09. 2021 COVID - 19

ამირან გამყრელიძე - აცრების ყოველდღიური რაოდენობა შემცირდა

აცრების ყოველდღიური რაოდენობა შემცირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძმ "რუსთავი2"-თან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მიდის.

"ერთადერთი, რაც გუშინ, გუშინწინდლიდან გამოჩნდა, ეს არის სამწუხაროდ აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება. შაბათ-კვირას ისედაც გვიმცირდებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე პარასკევსაც, ხუთშაბათსაც შეეტყო, რომ შემცირების ტენდენცია აქვს აცრების მაჩვენებელს და ეს ძალიან ცუდია.

ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება აგვისტოს ბოლო დეკადიდან ძირითადად განპირობებული იყო იმ რეგულაციებით, რაც იყო და შეზღუდვებიც შემოღებული, აცრების შედარებით მაღალი მაჩვენებლით და კარგი გამყოლობით. ასევე, აღსრულების კონტროლის უფრო გაუმჯობესებით. თუ ეს ახლა მოეშვა რა თქმა უნდა იქნება საშიშროება კვლავ ეპიდსიტუაციის გაუარესების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 595,264 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 8,541 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა