თეგებით ძიება

თბილისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.

როგორც ირაკლი ბებუას დედამ, ლალი ფიფიამ განაცახდა, ის პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოს, თუმცა მთავრობის მეთაური ჯერჯერობით არ ხვდება.

"არანაირად არ შედგა ეს, ამდენი ხანია, ვითხოვ. ვთხოვ, რომ შეგხვდეს და ჩემი შვილის გათავისუფლებაზე იფიქრონ, რამე გააკეთონ. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თავის ტკივილი ჰქონდა, ც ჰეპატიტი აქვს, ხერხემლის, კუჭის პრობლემები. უკვე ნევროზიც აქვს. მე სხვა არავინ მყავს", - აცხადებს ლალი ფიფია.

შგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა ოკუპირებულ გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა