ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 3534 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 595 926-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 563 530 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8575 პაციენტი ემსხვერპლა.