"ჩვენი უბნის მიუსაფარმა ძაღლმა დაინახა, რომ ადამიანი ძირს დაეცა და ყეფა დაიწყო უშველეთო" - (ვიდეო)
სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ წაქცეული ადამიანის დასახმარებლად, მიუსაფარი ძაღლი ყეფს, რათა გამვლელების ყურადღება მიიქციოს და მოქალაქეს დაეხმარონ.
„ჩვენი უბნის მიუსაფარმა ძაღლმა დაინახა, რომ ადამიანი ძირს დაეცა და ყეფა დაიწყო უშველეთო.
სწრაფად გადავუღე ვიდეო, რომ მეჩვენებინა თქვენთვის ძაღლის საქციელი, ბოლომდე არ მიუტოვებია
ლოკაცია, თავისუფლების მოედანი.
ამ ტექსტს, ვიდეოსთან ერთად, ინა მაისურაძე ავრცელებს“,- ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.