კორონავირუსით ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა
ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი, ზურა ქავთარაძე გარდაიცვალა. ის კორონავირუსს ებრძოდა.
„ჩემი მეორე მამიკო, მეგობარი, დამრიგებელი, მრჩეველი, უბრალოდ მისაბაძი და სამაგალითო ადამიანი – დავკარგე ჩემი ბავშვობა, რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი მაგრძნობინა. შოკირებული ვარ, მთლიანი სხეული მეწვის, განადგურებული ვარ. რამდენი რამე უნდა მესწავლა მისგან!! რა გავაკეთო?! როგორ მინდა ჩაგეხუტო?! მთელი გულით რომ იცოდი ჩახუტება, ახლა ეგრე ვინ ჩამეხუტება?!
როგორ მეფერებოდი და სიყვარულით სავსე თვალებით გამომხედავდი ხოლმე, ჩვენს მამაშვილურ სიყვარულს რავუყო?! როგორ უნდა შევეგუო უშენობას, როგორ ვიცხოვრო, როგორ მოვერიო ამ დიდ ტკივილს?! ჩემი სიყვარულის ნაწილი, ჩემი იმედი გამომეცალა ხელიდან. წავიდა, ვეღარ გაუძლო ამდენს, ისე მენატრები, ისე რომ სიტყვებით ვერც კი ავღწერ ამ ტკივილს“, – წერს ერთ-ერთი ახლობელი.