თეგებით ძიება
20. 09. 2021 COVID - 19

"ეს არის შედეგი, როცა პოლიტიკოსები ერევიან მეცნიერებასა და ჯანდაცვაში" - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რუსული ვაქცინის "სპუტნიკი"-ს შესახებ საუბრობს.

"რუსული "სპუტნიკი" (ვაქცინა) ისეთი “მაგარია”, რომ სლოვაკეთი უკან უბრუნებს გამოუყენებელ ვაქცინებს რუსეთს და აღარ აგრძელებს ვაქცინაციას "სპუტნიკით".

წინა კვირას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგსნიზაციამ, თითქმის 9 თვის მუშაობის შემდეგ, შეაჩერა რუსული ვაქცინის განხილვა აკრედიტაციააზე, როგორც გადაუდებელი მიხმარებისთვის (სრულზე ხომ საერთოდ არ არის საუბარი) .

ეს არის შედეგი, როცა პოლიტიკოსები (ძირითადად კორუმპირებულები) ერევიან მეცნიერებასა და ჯანდაცვაში. ამ არაპროფესიონალური ჩარევის შედეგად პოლიტიკოსები (მათთან აფილირებული ბიზნესმენებიც) იღებენ მოკლევადიან “შედეგს” (პოლიტიკური/ფინანსური), მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს წამგებიანია. შედეგი უკვე სახეზეა, რუსეთის ვაქცინის რეპუტაცია მთელს მსოფლიოში, თვით რუსეთშიც, არის შელახული და პოლიტიკურადც ნაკლები “დივიდენტები” მოუტანა რუსეთს. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის არასანდო , გადამგდები და საკმაოდ საშიში პარტნიორი.

ინფორმაციისთვის: დღესდღეობით მსოფლიოში არის მარტო ერთი ვაქცინა (ფაიზერი), რომელმაც სრული ავტორიზაცია მიიღო ყველაზე ძლიერი (ამერიკული) მარეგულირებლისგან...
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე
აიცერით ფაიზერით დროზე❗️
ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს ექსპერტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა