თეგებით ძიება
20. 09. 2021 COVID - 19

"ამ ინფორმაციას ელოდა ყველა!" - აცრიან თუ 5-11 წლის ბავშვებს?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში 5-11 წლის ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინაციის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"ამ ინფორმაციას ელოდა ყველა!
5-11 წლის ასაკის ბავშვებში ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა.
ფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანს განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივი ჯგუფებისათვის.
5 წლის ქვევით ასაკის ბავშვებში კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაცია დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.

შეგახსენებთ, ფაიზერი/ბიონტეკს სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან, ხოლო 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში - გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა