ესეთი დაბალი მაჩვენებლი ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართვლოში არ ყოფილა - ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის პროცესზე
საქართველოში ვაქცინაციის ტემპის შემცირებას ექიმები საგანგაშოდ აფასებენ და ამბობენ, რომ კორონავირუსის შემდეგი ტალღისთვის ქვეყანა ასე მზად ვერ იქნება. მათი თქმით, ვაქცინაციაზე მეტად არცერთ მიმართულებას არ სჭირდება აქტიური საინფორმაციო კამპანია.
"ესეთი დაბალი მაჩვენებლი ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართვლოში არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ციფრები ამ კვირის განმავლობაში და ისევ დავუბრუნდებით თუ არა 20 000-იან ზღურბლს, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანას. ძალიან საგანგაშო ნიშანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემცირებას სწარაფად მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება. უფრო მეტი უნდა იყოს რეკლამა, უშუალოდ მოსახლეობასთან პირისპირ საუბარი", - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.