თეგებით ძიება

"საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუსის შენობა" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

“აი, თუ დადასტურდა, რომ ფსიქიატრებთან ვიზიტებს და ფსიქოთერაპიებსაც იწერდა სუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგ დანაშაულს ჩადიოდა, – მოსმენის უკანონობის გარდა, პაციენტს ცალკე იცავს კანონი, – ჩემი აზრით საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუსის შენობა, ან სულაც, ზურა-გირჩმა ყურადღების გადატანის მიზნით მანქანები ლეწოს, სანამ ჩვენ ბენზინით მოვრწყავთ ბოროტების, უკანონობის და უზნეობის ბუდეს და მერე ყველა ერთად დაგვაპატიმრონ, სამეცნიერო მუშაობა ისე გაიშვიათებულია, ძალიანაც ნაყოფიერი იქნება ჩვენი ყველას ერთად გამოკეტვა.

ფუ, თქვე ვირთხებო მართლა, სად დაიბადეთ, სად შეიყარეთ, ვინ გამოგიგონათ ასეთები”, - წერს ფსიქოლოგი.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა