"ფეხზე ვეღარ ვდგები, ვერ ვსუნთქავ, წამიყვანეთ აქედან" – ამ ჩანაწერის შემდეგ კოვიდპაციენტი გარდაიცვალა(ვიდეო)
49 წლის კახაბერ ელისაშვილი კორონავირუსით გარდაოცვალა, რაშიც მისი ოჯახი კოვიდ მიმღები კლინიკა “გორმედის” ექიმებს ავადმყოფის არასწორ მართვაში ადანაშაულებს და მომხდარზე რეაგირებას ითხოვს.
ისინი ყვებიან რომ 49 წლის ავადმყოფი ქრონიკული დაავადების მქონე არ იყო და არც კოვიდით გამოწვეული დაზიანება ჰქონდა მაღალ ნიშნულზე.
ელისაშვილები ასევე ასაჯაროვებენ იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს, სადაც პაციენტი დახმარებას ითხოვს.
კლინიკა გორმედში ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელ გართულებას მოყვა.