ბავშვების კოვიდვაქცინაცია - რა კატეგორიის ბავშვების აცრაზე საუბრობენ ექიმები?
რომ დაგვეწყო რისკჯგუფის ბავშვების აცრა, ან ბავშვების, რომლოებსაც ოჯახისწევრბეი ჰყავთ რისკჯგუფი, კარგი იქნებოდა, - ამის შესახებ მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს.
"ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ხვდებიან არიან რისკჯგუფის ბავშვები და მათთან კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რომ დაგვეწყო რისკჯგუფის ბავშვების აცრა, ან ბავშვების, რომლოებსაც ოჯახისწევრბეი ჰყავთ რისკჯგუფი, კარგი იქნებოდა.
იმედი მაქვს, რომ საბჭო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთში და კუბაში 6 თვის ასაკიდან დაიწყეს ბავშვების ვაქცინაცია,"- აცხადებს მაია ჩხაიძე.
ცნობისთვის, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა დაშვებული.
21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა.