რა ხდება იმ შემთხვევაში თუ აცრის დოზებს შორის დაინფიცირდით? - NCDC განმარტავს
"რა ხდება იმ შემთხვევაში თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს შორის დაინფიცირდით?" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში კითხვებს პასუხობს.
"თუ დაინფიცირდით კორონავირუსით მაშინ, როდესაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა გაქვთ გაკეთებული, მეორე დოზით აცრა ჩაგიტარდებათ დიაგნოზის დასმიდან 30 დღის შემდეგ", - წერს ფეისბუქზე ცენტრი.