"არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში" - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კარგი იქნება საქართველო თუ სხვა ქვეყნებიდან აიღებს მაგალითს კორონავირუსთან ბრძოლაში.
"საფრანგეთი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი (3000 პირი, ძირითადად ტექნიკური პერსონალი, უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან)
- ისრაელი მასწავლებლების 100% არის აცრილი ან ვირუსგადატანილი. 23 სექტემბრიდან არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.
იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო და არა უაზრო მაგალითები. დავნერგოთ:
- ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი ყველა საქართველოს მოქალაქეს❗️
- უფასო კოვიდტესტირება❗️
- ძირითადი/საკვანძო სფეროების თანამშრომლების 100% ფაიზერით (მოდერნასაც არაუშავს) ვაქცინაცია❗️
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი" - წერს ექსპერტი.