"ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღში დაიწყება" - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეს თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ოქტომბერში დაიწყება.
"დადებითობის მაჩვენებელი სხვადასხვა რეგიონში არაერთგვაროვანია, თუმცა, ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღში დაიწყება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში 4 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.