ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 39 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1189 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 605 360-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 573 542 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 787 პაციენტი ემსხვერპლა.