თეგებით ძიება
25. 09. 2021 COVID - 19

"სინოვაკით" აცრილების ანტისხეულები 40 დღეში ნახევრდება..." - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა "სინოვაკზე" წერს:

"სინოვაკით აცრილების ანტისხეულები ნახევრდება 40 დღეში! თან ეს ეხება ორიგინალ ვუჰანურ ვირუსს!
60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო დაბალია!
დასკვნა: დელტა ვარიანტის (რაც ახლა არის საქართველოში) დროს სინოვაკით აცრის შემდეგ ანტისხეულები შესაძლოა, მხოლოდ ერთი თვე იყოს ადეკვატური რაოდენობით ორგანიზმში! ანუ დაცული იქნებით 1 თვე!
საქართველოში ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრხო!
საქართველოში (მსოფლიოში მოდერნაც კარგად მუშაობს) ყველაზე ეფექტური ვაქცინა არის ფაიზერი- ბიონტეკი!
ყველას, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, უნდა ჰკონდეთ საშუალება, აიცრან ფაიზერით! (2-5 თვეში - ვაქცინის მიხედვით).
სამედიცინო პირბადე არის უნივერსალური ყველასთვის.
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა