კორონავირუსით საქართველოში კიდევ 30 ადამიანი დაიღუპა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 956 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 20 798 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 317, „პისიარ“-ტესტით – 10 481.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,44%, ბოლო 14 დღის – 6,49%, ბოლო 7 დღის – 6,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 606 492 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 576 498 გამოჯანმრთელდა, 8 817 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 742 547 ადამიანი, დღიურად აცრილია 12 402.
კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 840 პირი.