"ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება "გრეხია" და ვაქცინაცია კი "სვეცკობა" არ არის" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სამედიცინო პირბადის გამოყენების ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს:
"სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად!
ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე... დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება!
წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია და ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის.
არაპროფესიონალიზმი კლავს…
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული", - წერს ფხაკაძე ფისბუქზე.