თეგებით ძიება
26. 09. 2021 COVID - 19

"მე-5 ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე... "- რა რისკებზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი - წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ - უფრო აქტიური, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია, რაც ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.

"სამწუხაროდ, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ძალიან დაბალია - 43%, რაც დაუშვებელია.

თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი - წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ - უფრო აქტიური. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 606,492 შეამთხვევა დადასტურდა, აქედან 8,817 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა