კორონავირუსით საქართველოში კიდევ 27 ადამიანი დაიღუპა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი, ხოლო 2 383 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 607 155-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 578 881 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 844 პაციენტი ემსხვერპლა.