თეგებით ძიება
27. 09. 2021 COVID - 19

სტატია შესწორებულია - ექიმ გელა მალუძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭოს დადგენილებით 20 ოქტომბრიდან კოვიდვაქცინაცია შეჩერდება, დეზინფორმაცია არის

ექიმმა, გელა მალუძემ სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ 20 ოქტომბრიდან ევროპის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უქმდება. აღნიშნული ინფორმაცია "მითების დეტექტორის" შეფასებით, დეზინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება არც ევროპის საბჭოს, არც ევროპულ მარეგულირებელ ორგანოს და არც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას არ მიუღია.

„ევროსაბჭომ დაამტკიცა უკვე რომ, 20 ოქტომბრიდან, უქმდება ვაქცინაცია და კოვიდპასპორტებიც აღარ იქნება მოთხოვნადი.

ორიგინალი ლინკიც აქ დევს და ვინც რუსული იცის რუსულადაცაა აქ ნათარგმნი, ვინც არადა, ყველას შეუძლია ეს რუსული ჩააგდოს თარგმანში და ქართულად ნახოს რა წერია.

ან ვინც რუსულ თარგმანს არ ენდობა, ორიგინალი (ფრანგულადაა) ჩააგდონ და ითარგმნოს ქართულად.

ნუ აჩქარდება ნურავინ ამ გაურკვეველი წარმოშობის აცრების გაკეთებაზე.

დაველოდოთ 20 ოქტომბერს.

ევროსაბჭომ დაადგინა 20 ოქტომბრიდან ვაქცინების შეჩერება და აქ ვინ რას ითხოვს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.

იტალიაც ევროკავშირის წევრია და უნდა თუ არა, აღასრულებენ ამ დადგენილებას“,- აღნიშნული იყო გელა მალუძის მიერ 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში [შინაარსი უცვლელია].

განმარტება:

2021 წლის 27 სექტემბერს თერაპევტ გელა მალუძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ოქტომბრიდან ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინაციაც და ე.წ. “კოვიდ-პასპორტებიც” უქმდება, "მითების დეტექტორმა" დეზინფორმაციად შეაფასა.

mythdetector.ge- ზე გამოქვეყნებული განცხადებით, 29 სექტემბრის მდგომარეობით გელა მალუძის პროფილზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.

"მტკიცება, თითქოს 2021 წლის 20 ოქტომბრიდან ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების გამოყენება შეწყდება, დეზინფორმაციაა. მსგავსი გადაწყვეტილება არც ევროპის საბჭოს, არც ევროპულ მარეგულირებელ ორგანოს და არც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას არ მიუღია. ევროკომისიის პრესრელიზი, რომელსაც გელა მალუძის პოსტში ვხვდებით, რეალურად კორონავირუსის მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდების დამტკიცებას ეხება, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი არც ვაქცინაციის შეწყვეტაზე და არც პრეპარატ ივერმექტინის დამტკიცებაზე", - ვკითხულობთ "მითების ტეტექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა