„გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 ტიპის" - ივანე ჩხაიძე
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ბავშვთა ვაქცინაციის ორ სცენარს განიხილავს.
გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 ტიპის - ერთი, რომ დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკში ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის, ე.წ. რისკ ჯგუფებისთვის, ან დავუშვათ ამ ასაკში უნივერსალური ვაქცინაცია ჯანმრთელობის სტატუსის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, იმედი მაქვს, კვირის ბოლოს საქართველოს ეს გადაწყვეტილება ექნება“,-განაცხადა ჩხაიძემ.