თეგებით ძიება
28. 09. 2021 COVID - 19

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას" - გამყრელიძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ"დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცილდა".

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას. მართალია, ტემპი ნელია, მაგრამ უკვე დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცილდა და შესაბამისად, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, დადებითობა, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობაც კლებულობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2010 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 40 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა