თეგებით ძიება

თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს

თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. სავარაუდო მოძალადე დაკავებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა