თეგებით ძიება

"მადლობელი ვარ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილების გამო“ - უილსონი

კონგრესმენი, ჯო უილსონის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"მადლობელი ვარ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილების გამო. ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმურობის მოჩვენებითი ნიშანიც კი არ უნდა მიეცეს.

საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" - წერს კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა. 

"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იქამდე, სანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - დაწერა მან X-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა