ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს - თბილისის ყოფილი მერი და სამი მოწვევის პარლამენტის წევრი 77 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დაკრძალვამდე, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა.
ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.