თეგებით ძიება
29. 09. 2021 COVID - 19

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 33 ადამიანი დაიღუპა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი, ხოლო 1 914 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 611 269-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 582 805 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 917 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა