„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა" - ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს.
„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთია ბარიციტინიბი, მეორეა მონოკლინური ანტისხეულები.
ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტებად ითვლება.
ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.