"მიმოიხედეთ და დაფიქრდით, რამდენი ვერ გადაურჩება ამ ზამთარს? " - თამარ ჟამურაშვილი
გერანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინაციასა და ავტივაქსერულ კამპანიაზე წერს:
"YouTube ბლოკავს ყველა ანტივაქსერული შინაარსის ვიდეოს!
კოვიდ-ვაქცინების მოწინააღმდეგეთა დაბლოკვა და მათთვის ხელის შეშლა სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია და არანაირ კავშირშია დემოკრატიის პრინციპების დარღვევასთან!
შორს ნუ წავალთ, წარმოიდგინეთ რამდენი სიცოცხლე გადარჩებოდა ივნისის ბოლოს საქართველოში მოსახლეობის 60% მაინც ვაქცინირებული რომ ყოფილიყო...
ახლა კი მიმოიხედეთ და დაფიქრდით, რამდენი ვერ გადაურჩება ამ ზამთარს? ", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.