თეგებით ძიება
29. 09. 2021 COVID - 19

როდიდან დაიწყება საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინაცია?

საქართველოში კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთლიანობაში კორონავირუსით 611 269 ადამიანია ინფიცირებული. დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 25% 19 წლამდე ახალგაზრდაა, 15% კი, 14 წლამდე მოზარდი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სწავლის პროცესის განახლების პარალელურად, ვირუსის გავრცელების საფრთხეებს ხედავს. ის მიიჩნევს, რომ 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის პროცესის დაწყება აუცილებელია.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსჯელობა: აიცრან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები თუ სრულად 12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი.

ჯანდაცვის სამინსტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს გარკვეული მიმართულებით ელოდება. თუმცა, მანამდე ამბობენ, რომ მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების აცრის დაწყება გარდაუვალი იქნება. საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილებით 20-მდე მოზარდი Pfizer-ით უკვე აცრილია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრების დაწყების გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. საქართველოში პასუხისმგებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვაქცინაცია პრიორიტეტების მიხედვით არის გაწერილი.

12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრების დაწყებას მხარი საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაუჭირა. იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფი საკითხზე ამ კვირის ბოლოს იმსჯელებს და ამ ასაკობრივ სეგმენტში Pfizer-ით აცრები 2 კვირაში დაიწყება. ამასთან, საქართველოში უკვე 16 და 17 წლის 10 ათასი მოზარდია აცრილი.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა