კორონავირუსით საქართველოში კიდევ 29 ადამიანი დაიღუპა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი, ხოლო 2 266 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 613 012-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 585 071 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 946 პაციენტი ემსხვერპლა.