571 თბილისი, 315 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 047 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 266 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 571
⭕ აჭარა - 85
⭕ იმერეთი - 315
⭕ ქვემო ქართლი - 94
⭕ შიდა ქართლი - 79
⭕ გურია - 47
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 189
⭕ კახეთი - 262
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 54
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 35
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12