თეგებით ძიება

თავდაცვის სამინისტრო "ფორმულას" წილის დაყადაღებას არ მოითხოვს - სპეციალური განცხადება

თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

როგორც უწყების იერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება.

"მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" 51%-იანი წილის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია.

ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა