თეგებით ძიება

ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოს "ფორმულას" სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, თითქოსტელეკომპანია "ფორმულას" სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, სიცრუეა.

"მედია საშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოში ტელეკომპანია "ფორმულას" 51%-იანი წილის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია.

ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა