შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.
ბრიფინგს 15:00 საათზე, მინისტრის მოადგილე გამართავს.
უწყებაში, სავარაუდოდ, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრებენ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.