სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, მას ომბუდსმენი მოინახულებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას დღესვე, სახალხო დამცელი, ნინო ლომჯარია მოინახულებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ ის საქართველოშია. ფაქტს შსს-ში უარყოფენ.