"იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით, გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს" - სააკაშვილის აუდიომიმართვა ვრცელდება
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აუდიომიმართვა ვრცელდება, სადაც ის მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
"მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრუბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი განოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს, - აცხადებს სააკაშვილი აუდიო ფაილში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ ის საქართველოშია. ფაქტს შსს-ში უარყოფენ.