თეგებით ძიება

სამართლებრივად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ - სააკაშვილის ადვოკატი სამართალდამცველებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია სამართალდამცველებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის დაკავების დროს, პოლიციამ სამართლებრივი ნორმები დაარღვია.

"სამართლებრივად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ და ეს ძალიან დიდი დარღვევაა, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და როგორც პოლიტიზირებულად მიიღეს გადაწყვეტილება მიშას სამართლებრივი დევნის შესახებ, ასე პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ამ დევნის დასრულების თაობაზე.

სააკაშვილის საქმეები აბსოლუტურად შეკერილია და მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ ის საქართველოშია. ფაქტს შსს-ში უარყოფენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა