თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც ექსპრეზიდენტი დაკავების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

"ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. ის მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი და ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა