თეგებით ძიება

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლას ითხოვს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლას მოითხოვს.

"ვითხოვ შეფერხების გარეშე შემიშვან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ჩემს მეგობართან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მის მიმართ, მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, სხვისთვის ალბათ ვიღაც სხვა, მაგრამ ამ წუთში ამას მნიშვნელობა არ აქვს", - აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად.

ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია სააკაშილმა თავად გაავრცელა. თავდაპირველად ქართული მხარე მის საქართველოში ყოფნას არ ადასტურებდა, თუმცა მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა