2025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი „ბეტა“ თაობის პირველი წარმომადგენლები იქნებიან - რა გახდება ამ თაობის მთავარი საზრუნავი
2025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი „ბეტა“ თაობის პირველი წარმომადგენლები იქნებიან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Post დემოგრაფ მარკ მაკკრინდლზე დაყრდნობით წერს.
"ბეტა თაობა, რომელიც დაახლოებით 2039 წლამდე გაგრძელდება, ალფა თაობას მიჰყვება, რომელიც 2010 წლიდან გაჩნდა და 2024 წლამდე გაგრძელდა", - ნათქვამია სტატიაში.
ბავშვების ახალი თაობა, დემოგრაფის თქმით, მემკვიდრეობით მიიღებს სამყაროს, რომელიც "სერიოზულ სოციალურ პრობლემებს" ებრძვის. მათი თაობის მთავარი გამოწვევები იქნება კლიმატის ცვლილება, გლობალური მოსახლეობის მიგრაცია და სწრაფი ურბანიზაცია.
ბეტა გაიზრდება მაღალტექნოლოგიურად ინტეგრირებულ სამყაროში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვლება ხელოვნური ინტელექტის წყალობით. შედეგად, ისინი გამოავლენენ ულტრამაღალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და ნაკლები ნდობა ექნებათ ოფიციალური ინსტიტუტების მიმართ.
მაკკრინდლმა ასევე დაამატა, რომ გათვლებით, 2035 წლისთვის ბეტა თაობა მსოფლიოს მოსახლეობის 16 პროცენტს დაიკავებს.ამჯამად ყველაზე ახალგაზრდა თაობა ალფაა. მისი ყველა წარმომადგენელი 21-ე საუკუნეში დაიბადა. მათ წინ უსწრებს თაობა Z. მკვლევრები თაობა Z-ის დასაწყისად 1990-იანი წლებს მიიჩნევენ, ხოლო დასასრულად — 2010-იანების დასაწყისს. თაობა Z-ის წარმომადგენელთა უმრავლესობა თაობა X-ის ან Y-ის შვილია. თაობა Z პირველი სოციალური კატეგორიაა, რომლის წარმომადგენლები ადრეული წლებიდან იზრდებოდნენ ინტერნეტთან და პორტატულ ციფრულ ტექნოლოგიებთან ერთად, ამიტომ მათ „ციფრულ აბორიგენებსაც“ (digital native) უწოდებენ.ეკრანთან გატარებული დროის უარყოფითი შედეგები უფრო მეტად გამოხატულია მოზარდებში, ვიდრე მცირე ასაკის ბავშვებში. წინა თაობებთან შედარებით, თაობა Z-ის წარმომადგენლები, როგორც წესი, ცხოვრობენ უფრო ნელი ტემპით, აქვთ მოზარდთა ორსულობის უფრო დაბალი მაჩვენებელი და უფრო იშვიათად მოიხმარენ ალკოჰოლს (თუმცა არა აუცილებლად სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს).უფროს თაობებზე მეტად არიან დაინტერესებული აკადემიური მიღწევებით და მუშაობის პერსპექტივებით.