თეგებით ძიება

საარჩევნო უბანზე "ფორმულას" ჟურნალისტს ელექტროშოკით დაემუქრნენ

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ზუგდიდში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი ელექტროშოკით დაემუქრა.

პირი, რომელიც ამბობდა, რომ მისი სახელი და გვარი დავით ქირიაა, ამტკიცებდა, რომ ის ყოფილი სპორტსმენია. მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის მიმდებარედ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სალომე ჩადუნელის ცნობით, მან ტვ პირველის ოპერატორს ბოთლიც ესროლა.

"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია", - განაცხადა ჩადუნელმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა