თეგებით ძიება

რაც არ უნდა ბინძური წარსული ჰქონდეს სააკაშვილს, ის უნდა გასამართლდეს სამართლიანად - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

„არ მომისმენია, მაგრამ სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებზე საუბრობს ალბათ, საზღვრის კვეთაზე, ორი თუ სამი საქმეა კიდევ, სადაც ბუნებრივია მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანად. ამის უფლება ყველას აქვს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს მას, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში. მართლმსაჯულება უკვე აღსრულებულია და ეს ადამინი უკვე სასჯელს იხდის გუშინდელი დღიდან“ , - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა