თეგებით ძიება

ჯარიმის გადახდა მომიწევს - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მის მიერ, საარჩევნო უბანზე, "ქართული ოცნების" სიმბოლოიანი პირბადით მისვლა დარღვევა იყო. კახა კუჭავა განმარტავს, რომ, უბანზე მისვლამდე არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.

"დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" ბრენდირებული პირბადით მისვლა ცესკო-მ აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა