თეგებით ძიება

შსს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, მარნეულში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში.

ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც. პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.

ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა