თეგებით ძიება

"ქართული სპორტის ღმერთო, მიხედე შენს შვილებს სტადიონზე, მოედანზე, ტატამზე და არ გაუშვა პოლიტიკაში, რამეთუ ღუპავ მათ..." - რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური ქართულ პოლიტიკაში სპორტსმენების გადაბარგების საკითხს სოციალურ ქსელში იუმორით ეხმაურება:

"ყველაფერში არნოლდ შვარცნეგერია დამნაშავე!
როგორ მოერევი ადამიანი, მაგრამ ეგ არის პირველ რიგში საცემი. მაგან უბიძგა სპორტსმენებს, რომ პოლიტიკაში მოსულიყვნენ.
და ჟორჯ ვეა კიდევ. მაგასაც უნდა გასცხო ყვრიმალში.
ქართული სპორტის ღმერთო, მიხედე შენს შვილებს ფიცარნაგზე, სტადიონზე, მოედანზე, ტატამზე და არ გაუშვა პოლიტიკაში.
არ გაუშვა, რამეთუ ღუპავ მათ სულსა და სიყვარულს!", - წერს გიგაური ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა