თეგებით ძიება

აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს!!! – თეა ადეიშვილი

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ "ქუთაისს ქურდების ქალაქი არავინ უნდა უწოდოს". ადეიშვილი თავის განცხადებაში არჩევნების შედეგებს ეხმაურება:

„ამიერიდან აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს!!! კრიმინალთან, კორუფციასთან და სტაგნაციასთან მებრძოლი ხატია დეკანოიძის უპირატესობა, ძალიან სიმბოლური გარღვევაა ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში, მეამაყება და ბედნიერი ვარ რომ ჩემს მშობლიურ და უსაყვარლეს ქუთაისში, სადაც თვეში ერთხელ ნიშნავდნენ მონებს, შეიძლება მერი გახდეს თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ქალი.

ხომ წარმოგიდგენიათ რამდენ ენერგიას, შრომას და ძალისხმევას ჩადებს და ქუთათურების ნდობას სიკეთით დაუბრუნებს ჩვენს ქალაქს…

ქუთაისელი არაა? და მერე რა? მე ერთ დროს ვიცნობდი ქუთაისელ სოსო ხახალეიშვილს, მაგრამ ეს ის ბიჭი არაა, 2102-მდე ნაცების კრიტიკისთვის გამლანძღა, 2012 ის შემდეგ ქოცების კრიტიკისთვის დამბლოკა, მაგრამ ეგ არაფერი, ეგეთებს რა დალევს სამყაროში.

მე იცით გული რაზე მწყდება? ქუთაისში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ხატიას თბილისელობის გამო აკრიტიკებენ – მათ შორის ჩემი ნაცნობები, რომლებიც სოსოს საშინლად დასცინოდნენ, მეტ სახელად „სამარილეს” ეძახდნენ და ახლა უნდათ რომ მათთვისაც კი კომიკური კაცისთვის გაიმეტონ ჩვენი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, მოკლედ ბოცა გაბზარულია, ახლა მთავარია, ღირსებით სავსე ქალაქმა ღირსეულად გაიმარჯვოს ხატია დეკანოიძესთან ერთად“- წერს თეა ადეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა