თეგებით ძიება

სასამართლომ სააკაშვილის საქმეში ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ალტერნატივის სახით კი, ის სასამართლოს გირაოს შესთავაზებდა. ადვოკატმა გიორგი გოგინავამ განაცხადა, რომ დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებილებიც, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით 2 პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა